შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე VII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე VII
Κωνσταντῖνος Ζ΄ Πορφυρογέννητος

კონსტანტინე და დედამისი ზოია
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 6 ივნისი 913
27 იანვარი 945
მმართ. დასასრული: დეკემბერი 920
9 ნოემბერი 959
წინამორბედი: ლეონ VI
მემკვიდრე: რომანოზ I ლაკაპენოსი
რომანოზ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 ან 18 მაისი
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 9 ნოემბერი 959
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ელენა ლეკაპენე
შვილები: რომანოზ II
თეოდორა
სრული სახელი: კონსტანტინე პორფიროგენტოსი
დინასტია: მაკედონელთა დინასტია
მამა: ლეონ VI
დედა: ზოია კარბონოპსინა
რელიგია: ქრისტიანობა

კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (დ. 905, კონსტანტინოპოლი — გ. 9 ნოემბერი, 959, იქვე) — ბიზანტიის იმპერატორი 913-920 და 945-959 წლებში. მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელი. 920 წლამდე მისი რეგენტები მართავდნენ ქვეყანას, 920-945 წლებში თვითონ მართავდა მხოლოდ ნომინალურად. დამოუკიდებელი მმართველობის დროიდან კონსტანტინე VII არსებითად დედაქალაქის მსახურული არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა. ეომებოდა არაბებს. ბიზანტიის ჯარებმა მდინარე ევფრატამდე მიაღწიეს.

იმპერატორს წარმოშობის უბრალო ფესვები ჰქონდა. ის იყო ბასილი I-ის შვილიშვილი, რომელმაც საფუძველი დაუდო მაკედონელთა დინასტიას ბიზანტიის იმპერიის ტახტზე.

კონსტანტინეს ზედწოდება „პორფიროგენეტი“ კი („პორფირის დარბაზში დაბადებული“) აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ იგი სასახლის პორფირით მორთულ დარბაზში დაიბადა, როგორც იმპერატორის შვილი და მისი კანონიერი მემკვიდრე.

მისი ინიციატივით და ზრუნვით გამოდიოდა კომპილაციური ხასიათის ენციკლოპედიური კრებულები. ავტორია რამდენიმე თხზულებისა, კერძოდ, მან დაწერა წიგნები:

  • „ცერემონიების შესახებ“
  • „სახელმწიფოს მართვის შესახებ“
  • „ბიზანტიის იმპერიის ისტორია“ (817 წლიდან მის დრომდე)
  • „ბასილი I-ის მმართველობის შესახებ“.

წიგნები ბიზანტიის ისტორიის უძვირფასესი წყაროა, შეიცავს უაღრესად საინტერესო მასალას იმპერიის პოლიტიკური და სოციალური ისტორიის, აგრეთვე, მისი მეზობელი ხალხების შესახებ.

თხზულებები კონსტანტინე პორფიროგენეტს წარმოგვიდგენს, როგორც უაღრესად განათლებულ, საინტერესო და მრავალმხრივ პიროვნებას.